ისრაელის მედიის ცნობით, თელ ავივში, ანტისამთავრობო აქციაზე სამი ადამიანი დაშავდა
ისრაელის მედიის ცნობით, თელ ავივში, ანტისამთავრობო აქციაზე სამი ადამიანი დაშავდა

თელ ავივში, ანტისამთავრობო აქციაზე სამი ადამიანი დაშავდა. აქციაზე პოლიციამ ცხრა პირი დააკავა.

აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქცია თავდაპირველად ქნესეთთან დაიწყო, მას ათასობით დემონსტრანტი შეუერთდა, ხოლო შემდეგ აქციის მონაწილეები მსვლელობით პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ გაემართნენ.

დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და შეთანხმების მიღწევას ითხოვენ, რომელიც მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.