ისრაელის მედიის ცნობით, პოლიციამ ექვსი ისრაელელი დააკავა, რომლებიც სხვა დემონსტრანტებთან ერთად, ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთის შეჩერებას ცდილობდნენ
ისრაელის მედიის ცნობით, პოლიციამ ექვსი ისრაელელი დააკავა, რომლებიც სხვა დემონსტრანტებთან ერთად, ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთის შეჩერებას ცდილობდნენ

ისრაელის პოლიციამ ექვსი მოქალაქე დააკავა მას შემდეგ, რაც ისრაელელებმა დემონსტრანტებმა ღაზაში მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთის შეჩერება სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელელმა დემონსტრანტებმა გადაკეტეს გზები დასავლეთ სანაპიროს დასახლებასა და იერუსალიმის შესასვლელს შორის, რათა შეეჩერებინათ სატვირთო მანქანები. პოლიციის ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე მანქანა და იქ განთავსებული ჰუმანიტარული დახმარება.

როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, მათი ქცევის მიზეზი ისაა, რომ დახმარება ისრაელის გავლით ღაზაში მიდის, მაშინ როცა ათობით ისრაელელი „ჰამასს“ მძევლად ჰყავს.