ისრაელის მედიის ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა
ისრაელის მედიის ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა

ლიბანის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასროლილი რაკეტებიდან, სულ მცირე, ხუთი ისრაელის ტერიტორიაზე ჩავარდა, დანარჩენის მოგერიება კი „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემით შეძლეს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განგაშის სიგნალის ხმა ორ ქალაქში ისმოდა. მეორე სარაკეტო იერიში ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებიდან განხორციელდა, ისრაელმა საარტილერიო ცეცხლით უპასუხა, რასაც ლიბანის სამხრეთით, ქალაქ ალ ქაილჰას დაბომბვა მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა.

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თებერვლის შემდეგ დღეს პირველად ჩანიშნა უსაფრთოების კაბინეტის სხდომა, ისრაელში მიმდინარე ვითარების შესაფასებლად.