ისრაელის მედია - ისრაელის დიპლომატმა რუსეთის ელჩთან უკმაყოფილება გამოხატა იმ როლის გამო, რასაც რუსეთი თამაშობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში
ისრაელი პროტესტს გამოთქვამს „ჰამასთან“ ბრძოლის დროს რუსეთის პოზიციის გამო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის დიპლომატი ამ კვირაში ესაუბრა რუსეთის ელჩს, ანატოლი ვიქტოროვს, რათა გამოეხატა იერუსალიმის უკმაყოფილება იმ როლის გამო, რასაც რუსეთი თამაშობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში. გავრცელებული ცნობით, ისრაელის დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი „უფრო დაბალანსებულ“ პოზიციებს დაიკავებს.
ისრაელის მედია წერს, რომ, სხვა პოზიციებთან ერთად, მოსკოვმა წარადგინა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით, რომელშიც არ იყო ნახსენები „ჰამასი“ და აკრიტიკებდა ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ კამპანიაში „სასტიკი მეთოდების“ გამოყენების გამო.