ისრაელის მედია - „ჰამასი“ უარს ამბობს ისრაელისთვის ცოცხალი მძევლების სიის მიწოდებაზე, რის გამოც ისრაელი ეგვიპტეში მომლაპარაკებელთა ჯგუფს არ გაგზავნის
„ჰამასი“ უარს ამბობს ისრაელისთვის ცოცხალი მძევლების სიის მიწოდებაზე, რის გამოც ისრაელი ეგვიპტეში მომლაპარაკებელთა ჯგუფს არ გაგზავნის, – ამის შესახებ ისრაელის მედია ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელეზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, „ჰამასისგან“ ისრაელს ასევე უნდა მიეღო მოთხოვნა, რამდენი პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს ისრაელმა ყოველი გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ.
როგორც გამოცემა Times of Israel-ი წერს, არადამაკმაყოფილებელი პასუხის სანაცვლოდ, ისრაელმა დღეს კაიროში დელეგაციის გაგზავნაზე უარი განაცხადა. ეგვიპტის დედაქალაქში იმყოფებიან „ჰამასის“, კატარისა და აშშ-ის წარმომადგენლები.