ისრაელის მედია - ღაზას სექტორიდან ისრაელის დასახლებული პუნქტების მიმართულებით სარაკეტო იერიშები განახლდა
ისრაელის მედია - ღაზას სექტორიდან ისრაელის დასახლებული პუნქტების მიმართულებით სარაკეტო იერიშები განახლდა

რვასაათიანი შესვენების შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის დასახლებული პუნქტების მიმართულებით სარაკეტო იერიშები განახლდა.

საგანგაშო გამაფრთხილებელი სიგნალები ღაზას მოსაზღვრე ზიკიმის, ნეტივ ჰაასარას, კარმიას, ნირიმის და ეინ ჰაშლოშას თემებში. ისრაელის მედია წერს, რომ სარაკეტო თავდასხმის სამიზნე ისევ გახდა ქალაქი აშკელონი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ სასაზღვრო ზონაში ისრაელის არმიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ესროლა, რის შემდეგაც ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა.