ისრაელის კომპანიამ შექმნა ტესტი, რომლითაც „კოვიდ-19“-ზე პასუხის მიღება ნახევარ საათშია შესაძლებელი
ისრაელის კომპანია „ეიდ ჯენომიქსმა“ შექმნა ტესტი, რომლითაც „კოვიდ-19“-ზე პასუხის მიღება ნახევარ საათშია შესაძლებელი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგია წერტილოვან ტესტირებას ხდის შესაძლებელს, რაც რეგულარულ ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში უზრუნველყოფს.
ახალი ტესტების კომპლექსით სრულად დატვირთული თვითმფრინავის მგზავრების ერთ საათში შემოწმება იქნება შესაძლებელი.
„ეიდ ჯენომიქსის“ წარმომადგენელი, იჟაკ ხავივი ამბობს, რომ კომპანიამ ფერმენტები და სხვა კომპონენტები შეცვალა, რომელიც ტესტირების დროს ჩვეულებრივ გამოიყენებოდა, რათა ტესტების მცირე პარტიის დამუშავება 30 წუთში მოხდეს, დიდი პარტიის კი დაახლოებით ორჯერ მეტ დროში.