ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს. ავიადარტყმა ქალქ ჯენინში ავტომანქანაზე განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მოკლულები დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლები აჰმედ აბუ არა და რაფეტ დავასი არიან.
როგორც ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, ორივე მათგანი მონაწილეობდა გასული კვირის თავდასხმაში, რომელსაც ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა.
გავრცელებულ განცხადებაში „ჰამასის“ სამხედრო ფრთა „ალ-ყასამის ბრიგადები“ ჯენინში ავიადარტყმის შედეგად თავისი ორი მებრძოლის გარდაცვალების ინფორმაციას ადასტურებს.
ამავე დღეს, ცოტა ხნით ადრე დაჯგუფებამ განაცხადა, რომ დასავლეთ ნაპირზე ბაზირებულმა მებრძოლებმა დასახლება მეჰოლასთან ისრაელელი სამხედრო მოკლეს და თავიანთ ბაზებს უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ.