ისრაელის ხელისუფლება მულტიეთნიკურ შერეულ ქალაქებში სასაზღვრო პოლიციის მეტ ძალებს განალაგებს
ისრაელის ხელისუფლებამ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვით არაბებითა და ისრაელელებით შერეულად დასახლებულ ქალაქებში, მომდევნო სამი თვის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის დამატებით დანაყოფებს განალაგებს.
მოცემული გეგმის დამტკიცება, მიმდინარე წლის 11-დან 21 მაისამდე პერიოდში ისრაელსა და პალესტინელებს შორის სისხლიანი შეტაკებების გამო გახდა აქტუალური.
სასაზღვრო პოლიციის დამატებითი ძალები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის და უკვე არსებული უსაფრთხოების დანაყოფების გასაძლიერებლად განლაგდებიან შერეულ ქალაქებში.