ისრაელის ჯარის სპიკერი - ჩვენი ჯარები და ტანკები ღაზის სექტორში არიან, ისვრიან და მოქმედებენ, მაგრამ ისინი გუშინაც იყვნენ ღაზაში
ისრაელის ჯარის სპიკერმა, ნირ დინარმა The New York Times-თან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელის ზოგიერთი სამხედრო უკვე ღაზას სექტორში იმყოფება.
ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა ეს სახმელეთო ოპერაციის დაწყება, რაც მოსალოდნელი იყო, დინარმა პასუხი არ გასცა.
„ჩვენი ჯარები და ტანკები ღაზის სექტორში არიან. ისინი ისვრიან და მოქმედებენ, მაგრამ ჩვენი ჯარები და ტანკები გუშინაც იყვნენ ღაზაში“, – თქვა ნირ დინარმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“.