ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაშავებული 330 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, მათგან 58-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაშავებული 330 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება.
მათ შორის 58-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 167-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.
საერთო ჯამში, 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად საავადმყოფოში 4 562 ადამიანი გადაიყვანეს.