ისრაელის ერთ-ერთ სკოლაში „კოვიდ-19“-ის 130 შემთხვევის დადასტურების შემდეგ 7000 მოსწავლე კარანტინში გადაიყვანეს
ისრაელის ერთ-ერთ სკოლაში „კოვიდ-19“-ის 130 შემთხვევის დადასტურების შემდეგ 7000 მოსწავლე კარანტინში გადაიყვანეს. კარანტინში არიან მასწავლებლებიც.
ქვეყნის მასშტაბით 40 სკოლა ისევ დაიხურა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სხვა სკოლებში სასწავლო პროცესი ჯერ გრძელდება.
რამდენიმე დღის წინ იერუსალიმის გიმნაზიაში „კოვიდ-19“ 130 მოსწავლეს დაუდგინდა. ადგილობრივი მედიის ვერსიით, ვირუსი ერთ-ერთი მასწავლებლისგან გავრცელდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა გამოიწვიოს.
გუშინ ისრაელში „კოვიდ-19“-ის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ისრაელში დაფიქსირებული ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
სულ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 17 342 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 290.