ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს პარასკევამდე არ გაათავისუფლებს
ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ცაჩი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს პარასკევამდე არ გაათავისუფლებს.
„ჩვენი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და მუდმივად გრძელდება“, – აღნიშნა ჰანეგბიმ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ მიაღწიეს შეთანხმებას ღაზაში დატყვევებული მძევლებიდან 50-ის გაცვლის თაობაზე ოთხდღიანი პაუზის საშუალებით.
შეთანხმება ითვალისწინებს, ისრაელის ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საშუალებას.