ისრაელის ძალებმა მოკლეს „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური, რომელიც გასულ შაბათს ისრაელის სამხრეთ დასახლებებზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა
ისრაელის საჰაერო ძალებმა მოკლეს „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ალი ქადი, რომელიც გასულ შაბათს ისრაელის სამხრეთ დასახლებებზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, ალი ქადი მოკლულია დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად, სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.
ალი ქადი „ჰამასის“ ელიტურ ჯგუფს „ნუხბას“ მეთაური იყო. 37 წლის მამაკაცი იყო ერთ-ერთი ათასამდე პალესტინელ პატიმარს შორის, რომლებიც 2011 წელს ისრაელელი სამხედროს გილად შალითის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის 2005 წელს ისრაელის მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობისთვის დააკავეს.