ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 558-მდე გაიზარდა, მათ შორის ბავშვებიც არიან
ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ლიბანში ბოლო 24 საათის განმავლობაში მსხვერპლის რიცხვი 558-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლიბანური მედიის ცნობით, მსხვერპლთა შორის 50 ბავშვი და 94 ქალია.
ისრაელის სამხედრო ავიაციის დაბომბვის შემდეგად 1 835 ადამიანი დაშავდა.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, დაბომბვის გამო საცხოვრებელი რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა დატოვა.
ისრაელის არმია ლიბანის მოქალაქეებს მოუწოდებს, სულ მცირე, ერთი კილომეტრით მოშორდნენ იმ შენობებს, რომლებსაც „ჰეზბოლა“ იყენებს.