ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 219-მდე გაიზარდა
ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 219-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 63 ბავშვია.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, 1 530 ადამიანი დაშავდა.
ისრაელში ამბობენ, რომ ღაზას სექტორში დაღუპულებს შორის სულ მცირე 150 ადამიანი პალესტინური ტერორისტული დაჯგუფებების წევრი იყო, სამოქალაქო მსხვერპლი კი ძირითადად „ჰამასის“ მიერ შეცდომით ნასროლმა რაკეტებმა გამოიწვია.