ისრაელის ავიაციამ ქვეყნის ჩრდილოეთით საჰაერო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილზე ფრენები აკრძალა
ისრაელის ავიაციამ ქვეყნის ჩრდილოეთით საჰაერო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილზე ფრენები აკრძალა. ქვეყნის მთავარი აეროპორტი კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები, მხოლოდ 20 წუთით შეაჩერეს.
ცოტა ხნის წინ ისრაელის ავიაგანამადგურებელი სირიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა.
ინციდენტის შემდეგ, ისრაელმა სირიის პოზიციებზე მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა.