ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე საპასუხო იერიში მიიტანა, მას შემდეგ რაც ღაზას სექტორიდან მათი მიმართულებით რაკეტა გაუშვეს.
ისრაელის ინფორმაციით, საპასუხო იერიშის სამიზნე მოძრაობა „ჰამასის“ დაქვემდებარებაში არსებული რვა სამხედრო ობიექტი და სამი კომპლექსი გახდა. დაიბომბა საწვრთნელი ბანაკი და საბრძოლო მასალების საწყობი.
ცოტა ხნით ადრე, ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტა კი, „რკინის გუმბათის“ სახელით ცნობილი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით ჩამოაგდეს.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გასულ კვირასაც გაუშვეს. მაშინ ის ქალაქ ბეერ-შევიში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში 20-მდე ობიექტი დაბომბა.