ისრაელის არმიის სამხრეთ სარდლობის მეთაური - ათწლეულების განმავლობაში პირველად, ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან ღაზის შუაგულში, ტერორიზმის შუაგულში, ეს კომპლექსური და რთული ომია
ისრაელის არმიის სამხრეთ სარდლობის მეთაური იარონ ფინკელმანი აცხადებს, რომ ათწლეულების განმავლობაში პირველად ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ღაზის „შუაგულში“ იბრძვიან.
„ამ საათებშიც ჩვენ ვიბრძვით ღაზის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრში. სწორედ ამ ადგილიდან დავბრუნდი ახლა. ათწლეულების განმავლობაში პირველად, ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან ქალაქ ღაზის შუაგულში, ტერორიზმის შუაგულში. ეს კომპლექსური და რთული ომია. ჩვენდა სამწუხაროდ, ამას თავისი საფასური მოჰყვება“, – განაცხადა იარონ ფინკელმანმა.
მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა ალყაში მოქცეულ ქალაქ ღაზის მოქალაქეებს ტერიტორიის დასატოვებლად ოთხსაათიანი შუალედი მისცეს.