ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორში, ქალაქ ხან იუნისის დაბომბვას ათი ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორში, ქალაქ ხან იუნისის დაბომბვას ათი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, დაბომბვის სამიზნე საცხოვრებელი სახლი გახდა.
ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ სამხედროებს კიდევ 3-4 კვირა სჭირდებათ ხან იუნისში სამხედრო ოპერაციის დასასრულებლად და ამის შემდეგ ანალოგიური დრო, რათა დაასრულონ ღაზაში ომის პირველი ეტაპი „ჰამასის“ წინააღმდეგ.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენელი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ისრაელისთვის მკაცრი ვადა არ მიუცია, მაგრამ ვაშინგტონმა იერუსალიმს უთხრა, რომ დრო იწურება.