ისრაელის არმიამ ლიბანის ქალაქი ღაზიე დაბომბა, რომელიც საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს
ისრაელის არმიამ ლიბანის ქალაქი ღაზიე დაბომბა, რომელიც საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საფრთხის შემთხვევაში ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში უფრო შორსაც შეუძლია ქვეყნის არმიას მოქმედება.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში „ჰამასის“ 12 000-მდე წევრი მოკლეს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29 000-ს აჭარბებს.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში და ლიბანში 30 000-ზე მეტი სამიზნე ობიექტი დაიბომბა.