ისრაელის არმია ღაზის სექტორში 10 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელთაგან ერთი ბატალიონის მეთაურია
ისრაელის არმია ღაზის სექტორში 10 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, მათგან ერთი ბატალიონის მეთაურია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასთან“ ბრძოლის დროს დაიღუპა გოლანის ბრიგადის მე-13 ბატალიონის ხელმძღვანელი, ასევე დაღუპულია ერთი პოლკოვნიკი, ორი – ასეულის და ერთი – ოცეულის მეთაური.
44 წლის პოლკოვნიკი იცხაკ ბენ ბასატი ისრაელის არმიის ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერია, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ დაიღუპა. ომის დაწყების შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებში მსხვერპლის რიცხვმა 115-ს მიაღწია.
გასული დღის განმავლობაში ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე 250 დარტყმა განახორციელა.