ისრაელი თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში
ისრაელი თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში

გასულ ღამეს, ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას ისრაელი თავდაცვის ძალები ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, ადგილები მოიცავს შტაბბინას, სადაც მოკლეს „ჰამასის“ რამდენიმე წევრი და ბანკს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.

საზღვაო ძალების გემებმა ასევე განახორციელეს დარტყმები, მათ შორის, „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებისა და იარაღის შესანახი ადგილების წინააღმდეგ ღაზაში.