ისრაელი პოლონეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს
ისრაელი პოლონეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს

ისრაელი პოლონეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამის მიზეზი პოლონეთის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე საკონცენტრაციო ბანაკების “პოლონური სიკვდილის ბანაკებად” მოხსენიებას კრძალავს.

ისრაელში მიიჩნევებ, რომ ახალი კანონი ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში პოლონელების მონაწილეობის უარყოფას ისახავს მიზნად.

„ისტორიის შეცვლა და ჰოლოკოსტის უარყოფა შეუძლებელია” – განაცხადა 27 იანვარს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვარშავას მოუწოდა, კანონს გადახედოს.

ახალი კანონი პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ 26 იანვარს დაამტკიცა. ახლა ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. თუ კანონი ძალაში შევა, საკონცენტრაციო ბანაკების “პოლონური სიკვდილის ბანაკებად” მოხსენიება სამი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.