ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სტელსის სისტემის F-35 ავიაგამანდგურებელი საბრძოლო მისიაში გამოიყენა
ოცი სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელების შეხვედრაზე, ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურმა, ამიკამ ნორკინმა განაცხადა, რომ ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა საბრძოლო მისია ორჯერ განახორციელეს, თუმცა ზუსტი ადგილი არ დაუკონკრეტებია. ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სტელსის სიტემის F-35 ავიაგამანდგურებელი საბრძოლო მისიაში გამოიყენა.
ნორკინმა უცხოელ კოლეგებს F-35-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ფოტომასალა აჩვენა, რომელიც ლიბანის საჰაერო სივრცეშია გადაღებული. ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული სამხედრო თვითმფრინავები შეიძინა. 2016 წლის დეკემბერში ისრაელმა ორი ერთეული F-35 მიიღო. ამ დროისთვის ისრაელის არმიის შეიარაღებაში 9 ერთეული F-35-ია.