ისრაელი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს
ისრაელი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს

ისრაელი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ახალ რეგულაციებს დააწესებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალი რეგულაციების შედეგად შეიზღუდება ადამიანთა ოდენობა რესტორნებსა და სინაგოგებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გაიზრდება ჯარიმები ნიღბის ტარებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისთვის, დაიხურება საკონცერტო დარბაზები, კულტურული დაწესებულებები, სპორტდარბაზები და აუზები, ასევე, ბარები და ღამის კლუბები.

ამასთან, რეგულაციების თანახმად, საჯარო მოხელეთა სულ მცირე 30 პროცენტი სახლიდან იმუშავებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს. ახლა აღნიშნული ზომების შემოღებას კენჭი ქნესეთმა უნდა უყაროს.

ისრაელში ინფიცირებულთა ოდენობა 30 000-ს აღემატება. გარდაცვლილია 331 ადამიანი. ქვეყანაში ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც ხელისუფლებამ ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მაისიდან გააუქმა.