ეგვიპტემ ისრაელსა და რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დაპირისპირების განეიტრალება შეძლო. ისრაელში კერემ შალომის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, არაბულ ანკლავში ხილით, ბოსტნეულით, საწვავითა და სამშენებლო მასალებით დატვირთული ავტომობილები შევიდა.
ისრაელმა ასევე გააფართოვა თევზჭერის ზონა. სამხრეთ სანაპიროზე 3-დან 9 საზღვაო მილამდე , ჩრდილოეთ სანაპიროზე კი, ექვს საზღვაო მილამდე.
ღაზას სექტორის ტერიტორიული წყლები ისრაელის სამხედრო ფლოტის მიერაა ბლოკირებული.