ისრაელი გაერო-ს უშიშროების საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
ისრაელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში დროებით წევრობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
გაერო-ში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღეს.
დასავლურ მედიაში ისრაელის გადაწყვეტილების მოტივაციის მიზეზზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.
Reuters-ის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ისრაელის საგარეო უწყებაში აქვთ ინფორმაცია, რომ გამარჯვების შანსი ცოტაა.
არჩევნები უშიშროების საბჭოს დროებით წევრობაზე 5 ივნისს გაიმართება.
დროებით წევრს ორწლიანი ვადით აირჩევენ.
საერთო ჯამში, უშიშროების საბჭოში 15 წევრია, მათგან ხუთი მუდმივი (აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი) და 10 არჩეული.
არჩევნებში ბელგია და გერმანია მონაწილეობს, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.