ისრაელ კაცის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისმაილ ჰანიეს შვილებს უარი უთხრა მამის ანგარიშზე, თურქეთის ბანკში შენახული სამი მილიარდი დოლარის გადაცემაზე, ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლებამ უარყო
ისრაელ კაცის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისმაილ ჰანიეს შვილებს უარი უთხრა მამის ანგარიშზე, თურქეთის ბანკში შენახული სამი მილიარდი დოლარის გადაცემაზე, ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლებამ უარყო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისმაილ ჰანიეს შვილებს უარი უთხრა მათი მამის ანგარიშზე, თურქეთის ბანკში შენახული სამი მილიარდი დოლარის გადაცემაზე.

ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე კვირაში კონფლიქტი მოხდა თურქეთის პრეზიდენტსა და ირანში მოკლული „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს შვილებს შორის.

„როგორ დააგროვა ასეთი ქონება ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკში დაბადებულმა ჰანიემ? რამდენ პალესტინელს შეეძლო, ეცხოვრა ღაზაში უკეთესად, ფულს რომ მათთან მიეღწია? და რაც მთავარია, რა კავშირი აქვს ერდოღანს ფულთან?“ – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის სოციალურ ქსელში.

ისრაელ კაცის განცხადებები კატეგორიულად უარყო თურქეთის ხელისუფლებამ. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. განცხადების თანახმად, ისმაილ ჰანიეს თურქეთის ბანკებში რაიმე სახის დანაზოგები არ ჰქონია.

„პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო ჰანიეს ვაჟები აბდუსელამი და ჰემამი და მიუსამძიმრა ისმაილ ჰანიეს დაღუპვა. შეხვედრის დროს, როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კაცმა განაცხადა, მსგავსი საკითხი არ დაყენებულა. დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებსაც ისრაელი ახორციელებს პალესტინაში თავისი გენოციდის გასამართლებლად და მსოფლიო საზოგადოების მანიპულაციის მიზნით, ნდობას არ იმსახურებს“, – აღნიშნულია გაცხადებაში.