ისრაელ-ღაზას საზღვარზე დაპირისპირებისას ორი პალესტინელი დაიღუპა, ასობით დაშავდა
ისრაელ-ღაზას საზღვარზე დაპირისპირებას ორი პალესტინელი ემსხვერპლა. პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად სხეულის დაზიანება 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთაგან ერთი 13 წლის მოზარდია. პალესტინელების ე.წ. დაბრუნების მარში უკვე მესამე თვეა, გრძელდება, თუმცა მისი მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა.
გამოცემა Jerusalem Post-ის ინფორმაციით, სამ სხვადასხვა ადგილზე გამართულ საპროტესტო მსვლელობაში ორი ათასი პალესტინელი იღებდა მონაწილეობას. 30 მარტს დაწყებული გამოსვლების შემდეგ, დაპირისპირებას საერთო ჯამში 130 პალესტინელი ემსხვერპლა.
ღაზას სექტორიდან პალესტინელებმა ისრაელის საზღვრის გადალახვა არაერთხელ სცადეს, საპასუხოდ კი ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს.