ისრაელ-ღაზას საზღვარზე დაღუპული პალესტინელების რიცხვი 59-მდე გაიზარდა
პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელ-ღაზას საზღვარზე დაღუპული პალესტინელების რიცხვი 59-მდე გაიზარდა. ისრაელის არმიის ჯარისკაცების მხრიდან გახსნილი ცეცხლის გამო დაშავებულია 2 771 ადამიანი , 40 პალესტინელი კი „სერიოზულად დაშავდა“.
სასაზღვრო ზონაში 14 მაისს ე.წ. „დაბრუნების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად 50 ათასამდე პალესტინელი შეიკრიბა. პალესტინელები მასშტაბურ აქციებს 30 მარტის შემდეგ ატარებენ. აპრილსა და მაისში დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა.