ისრაელ-ღაზას საზღვართან შეტაკებებს ერთი პალესტინელი ემსხვერპლა. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 წლის პალესტინელი ისრაელის არმიასთან დაპირისპირების შემდეგ დევნილთა ბანაკში დაიღუპა.
ბოლო მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 17 პალესტინელია დაღუპული.
სასაზღვრო ზონაში მღელვარება მეხუთე დღეა, გრძელდება, თუმცა საპროტესტო აქციის მასშტაბები შემცირებულია.
ღაზას სექტორში პალესტინელებმა ისრაელის საწინააღმდეგო მარში 30 მარტს დაიწყეს.
აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ღობესთან მიახლოებისას ისრაელის არმიის წევრებმა ცეცხლი გახსნეს. დაპირისპირების შედეგად, 1 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.