ისრაელ-ღაზას საზღვართან შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 550-ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელების ამბოხი 6 სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს და ცეცხლის გახსნა ძირითადი მეთაურების მისამართით მოხდა.
ე.წ. „დაბრუნების მარშში“ 17 ათასამდე პალესტინელი მონაწილეობს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საბურავებს წვავენ და სასაზღვრო უსაფრთხოების ღობეს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ქვებს ესვრიან.
თელ-ავივში ამბობენ, რომ პალესტინელებს „სუვერენიტეტის დარღვევის“ უფლებას არ მისცემენ.