ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ვულკანი დეკემბრის შემდეგ მესამედ ამოიფრქვა
ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ვულკანი დეკემბრის შემდეგ მესამედ ამოიფრქვა.
ვულკანი სანაპირო ქალაქ გრინდავიკიდან 4 კილომეტრში მდებარეობს.
ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისის ცნობით, ლავა დასახლებას და აღნიშნულ რაიონში მდებარე მსხვილ ელექტროსადგურს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ევაკუაცია განხორციელდა ისლანდიის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილიდან, სპა-ცენტრ „ცისფერი ლაგუნადან“.
გავრცელებულ ვიდოეკადრებში ჩანს, რომ ვულკანიდან ლავა 50 მეტრის სიმაღლეზე იფრქვევა.