ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში ჩამოვედით, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში ჩამოვედით, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ

საქართველოში ჩამოვედით ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ხალხის პატივისცემით. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებებსა და უფლებებს, რომლებსაც თავს ესხმის რუსეთი, – ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  თორდის კოლბრუნმა ორბელიანების სასახლეში ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქვეყანას სოლიდარობა ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გამოხატოს.

„მე მოვდივარ პატარა ქვეყნიდან, რომელიც ყოველდღე სარგებლობს იმ ფასეულობების დაცვის უპირატესობით, რომლებსაც, გვეშინია, რომ საფრთხე დაემუქრება ამ კანონმდებლობით. მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის მისიის საფასური ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, არამედ კეთილდღეობისა და მშვიდობის გაუმჯობესების რეალური გასაღები. ჩვენ ეს ვისწავლეთ ჩვენი პირადი გამოცდილებით. გაგვიმართლა, რომ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ვხედავთ, როგორ მოუტანა ამ გზამ მათ საზოგადოებას კეთილდღეობა. საქართველოში ჩამოვედით მისი ხელმძღვანელობისა და ხალხის პატივისცემით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ, საქართველო ჩავთვალოთ მსოფლიოს იმ ნაწილად, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებებსა და უფლებებს, რომლებსაც თავს ესხმის რუსეთი. ეს რეალურად ასახულია საქართველოს მოსახლეობის 85%-ის მოსაზრებაში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტრანსატლანტიკურ გზას“, – განაცხადა თორდის კოლბრუნმა.