ილია დარჩიაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით, 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ლატვიელ კოლეგასთან, ბაიბა ბრაჟესთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების გარემო.

„ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და დადებითად შეფასდა, რომ, წელს პირველად, ზოგად საქმეთა საბჭოზე მოწვეული არიან გაფართოების პაკეტის ქვეყნები.

მხარეებმა დაადასტურეს მომავალი თანამშრომლობისთვის მზაობა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.