„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების საფრთხის გამო, ერაყის ხელისუფლებას სირიის საზღვართან ჯარები გადაჰყავს
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების საფრთხის გამო, ერაყის ხელისუფლებას სირიის საზღვართან ჯარები გადაჰყავს.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მოსაზღვრე ნინევიისა და ანბარის პროვინციების უსაფრთხოების ძალებში განგაშია გამოცხადებული.
ერაყის ხელისუფლება შიშობს, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაციის ფონზე, ჯიჰადისტებმა შესაძლოა, საზღვარი გადაკვეთონ და ერაყში შევიდნენ. ერაყის მთავრობა სასაზღვრო ზონაში სირიელი ლტოლვილების ნაკადსაც ელოდება და გამოწვევების გამო, სირიასთან 325-კილომეტრიან სასაზღვრო მონაკვეთს ამაგრებს.
„სირიის დემოკრატიულ საბჭოში“ აცხადებენ, რომ ქურთული სამხედრო ჯგუფების ბრძოლა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს არ ემსახურებოდა და წინააღმდეგობა მთლიანად კაცობრიობის დაცვას ისახავდა მიზნად.