„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს, მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს, მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებული მალხაზ პაქსაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჯერჯერობით საკუთარი სურვილით მას ინტერესების დამცველიც არ ჰყავს.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
საქართველოს პროკურორის განცხადებით, სასამართლომ ფორმალური საფრთხეები სრულად გაიზიარა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.