მედიის ცნობით, ისლამისტებმა ბურკინა-ფასოსა და მალიში სულ მცირე 18 ადამიანი მოკლეს
ისლამისტებმა ბურკინა-ფასოსა და მალიში სულ მცირე 18 ადამიანი მოკლეს.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ მთავრობისა და უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, დასავლეთ აფრიკის ამ ორ ქვეყანაში ხშირია ისლამისტების თავდასხმები, რომლებიც დაკავშირებული არიან დაჯგუფებებთან „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-ქაიდა“.
ამ ქვეყნებში გაერო-ს 15 000 მშვიდობისმყოფელისა და 5 100 ფრანგი სამხედროს ყოფნის მიუხედავად, ისლამისტებმა გასული წლების განმავლობაში თავიანთი გავლენები გააფართოვეს.
2021 წლის დასაწყისიდან მალიში, ბურკინა-ფასოსა და ნიგერში მებრძოლთა თავდასხმებს დაახლოებით 150 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. მათ შორის 100 ადამიანი ნიგერის ორ სოფელში იანვრის დასაწყისში მომხდარი თავდასხმის დროს დაიღუპა.