მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არ არის ბრწყინვალე ფორმაში. ესპანეთის ჩემპიონის ნახევარმცველმა ისკომ აპრილში ჩატარებულ სამ მატჩში 157 გადაცემა შეასრულა და აქედან, 155 იყო ზუსტი.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში “იუვენტუსის” (3 აპრილი) წინააღმდეგ და “ატლეტიკოსთან” მადრიდულ დერბიში (8 აპრილი), ისკოს არც ერთი პასი არ გაუფუჭებია და მხოლოდ “იუვენტუსთან” განმეორებით მატჩში ჰქონდა ორი შეცდომა, 72 გადაცემიდან.
2017-2018 წლების სეზონში, ისკომ 43 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ შვიდ შეხვედრაში დაჰყო მოედანზე 90 წუთი. ამიტომაც, მან არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება სათამაშო დროის გამო და შესაძლოა, ზაფხულში მადრიდი დატოვოს.