„რეალ მადრიდის“ ნახევარმცველ ისკო ალარკონს მწვავე აპენდიციტი დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც ფეხბურთელი ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. დღეს, ვალდებებასის სპორტულ ქალაქში, ისკო ტკივილებმა შეაწუხა და ექიმების მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ ძალიან მალე დაადგინა მიზეზი.
ამჟამად ფეხბურთელს წოლითი რეჟიმი აქვს, შემდეგ კი ნელ-ნელა შეუდგება კონდიციების აღდგენას და მხოლოდ სამი კვირის შემდეგ – ვარჯიშს.
მადრიდში იმედი აქვთ, რომ 28 ოქტომბრისთვის, როდესაც სეზონის პირველი „ელ კლასიკოა“ დაგეგმილი, ისკო ფორმაში იქნება.