„ისი-პარის“ გენერალური დირექტორი - მომხმარებელთან შესახვედრად მზად ვართ, ვიმედოვნებთ, გავიხსნებით და გვექნება ისეთი ახალი წელი, როგორსაც შეჩვეული ვართ 
„ისი-პარის“ გენერალური დირექტორი - მომხმარებელთან შესახვედრად მზად ვართ, ვიმედოვნებთ, გავიხსნებით და გვექნება ისეთი ახალი წელი, როგორსაც შეჩვეული ვართ 

შეხვედრა არ ემსახურებოდა იმას, 24 დეკემბრიდან ვიხსნებით, თუ- არა. აბსოლუტურად სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც განიხილებოდა, გახსნის შემთხვევაში, იქნებოდა თუ არა დაცული უსაფრთხოების წესები და როგორ დავიცავდით ჩვენ ყველა პანდემიურ მდგომარეობას, – ამის შესახებ „ისი-პარის“ გენერალურმა დირექტორმა, მაია პაპალაშვილმა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურანავასთან სავაჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის წამომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებს მომზადებული აქვთ გრაფიკი, როგორ უნდა მართონ რიგები სავაჭრო ობიექტებში.

„ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა ბიზნესი და რითეილ ქსელი, წინასწარ თვითონვე იყო მომზადებული და ჩვენ ასეც ვიცოდით და ვემზადებოდით იმისთვის, რომ შეზღუდვები დაწესდებოდა და თავად გვქონდა მომზადებული უკვე ეს გრაფიკები, როგორ უნდა გვემართა რიგები, როგორ უნდა გვემართა მომხმარებელი. მოისმინეს, საკმაოდ კმაყოფილები დარჩნენ, პირიქით, ალბათ არც ელოდნენ, რომ ასე ვიქნებოდით მომზადებულები და ვფიქრობ, ეს ძალიან დაეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებაში, რათა გაიხსნას სავაჭრო ობიექტები.

ვფიქრობ, გახსნისკენ იქნება უფრო მომართული ეს ყველაფერი. მომზადება უკვე დაწყებული გვაქვს, პროდუქციაც შევსებული გვაქვს მაღაზიებში, მომხმარებელთან შესახვედრად მზად ვართ. ვიმედოვნებთ, გავიხსნებით და გვექნება ისეთი ახალი წელი, როგორსაც შეჩვეული ვართ“, – განაცხადა მაია პაპალაშვილმა.