რუსი ბიატლონისტი მარგარიტა ვასილიევა 18-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო. ეს სასჯელი გამოიწვია არასატურნირო პერიოდში დოპინგ-ტესტების სისტემატიურმა გამოტოვებამ. კერძოდ, ოთხ თებერვალს გამოტოვა ბოლო 12 თვეში მესამე დოპინგ-ტესტი, რაც ანტისადოპინგო წესების დარღვევაა. სპორტსმენის მიერ წარმოდგენილი თავის გასამართლებელი ფაქტები არ მიიღეს.
გადაწყვეტილება მიიღო ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირმა. ვასილიევას წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია 2 ნოემბრიდან აითვლება. რუსს კარიერის გაგრძელება 2021 წლის მარტიდან შეეძლება.
ვასილიევას გასულ სეზონში ჰქონდა დებიუტი მსოფლიოს თასზე და გერმანიის ქალაქ ობერჰოფში პირველი ადგილი მოიგო ქალთა ესტაფეტაში. პირად რბოლებში რუსი მე-13 ადგილზე ზემოთ არ ასულა.