ისანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა და დაიღუპა
ისანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა და დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული ბავშვი 2018 წელს იყო დაბადებული.