ირმა ინაშვილის განცხადებით, რვა სექტემბერს პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, რვა სექტემბერს პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
როგორც ინაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მაჟორიტარად კენჭს თავადაც იყრის.
„გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ, გავაჟღერო. თავს ვიკავებ ამისაგან. რვა სექტემბერს გვექნება პრეზენტაცია და ყველა გაიგებს, სად გადანაწილდებიან ჩვენი კანდიდატები მაჟორიტარ დეპუტატებად“, -განაცხადა ირმა ინაშვილმა.