ირმა ინაშვილი - ვიცით, რომ ლორა თორნტონს ტრამპი არ ევასება, მაგრამ ამან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს
ირმა ინაშვილი - ვიცით, რომ ლორა თორნტონს ტრამპი არ ევასება, მაგრამ ამან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონის განცხადებას არაკორექტულსა და არადიპლომატურს უწოდებს.

“არ ვიცი, “ქართულ ოცნებას” რა პათოსი აქვს, მაგრამ NDI-ის ხელმძღვანელის განცხადება მართლაც უხერხულია. რბილად რომ ვთქვათ, არადიპლომატიური, არაკორექტულია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დონალდ ტრამპმა გადასარევად იცის, საქართველო სად არის. ის, რომ ლორას ტრამპი არ ევასება, ჩვენ ვიცით, მაგრამ ამან საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს არ უნდა მიაყენოს ჩრდილი”, – განაცხადა ინაშვილმა.

ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.

აღნიშნული განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის ხელმძღვანელისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.