ირლანდიელი სენატორი - რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს ბუნდოვანია, დაგვავიწყდა 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს?
დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს? – ამის შესახებ ირლანდიელი დამოუკიდებელი სენატორი ჯერარდ კროგველი „ტვიტერში“ წერს.
„მოხარული ვარ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ხილვით. თუმცა, რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს ბუნდოვანია. დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს. ჩვენ ევროკავშირში მაშინ ისინი მივატოვეთ, რატომ ახლა?“, – წერს „ტვიტერზე“ ირლანდიელი სენატორი.