ირლანდიელი სენატორი – რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს ბუნდოვანია, დაგვავიწყდა 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს?
დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს? – ამის შესახებ ირლანდიელი დამოუკიდებელი სენატორი ჯერარდ კროგველი „ტვიტერში“ წერს.
„მოხარული ვარ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ხილვით. თუმცა, რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს ბუნდოვანია. დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს. ჩვენ ევროკავშირში მაშინ ისინი მივატოვეთ, რატომ ახლა?“, – წერს „ტვიტერზე“ ირლანდიელი სენატორი.
I was delighted to see #Ukraine️ & #Muldova qualified for #EU candidacy. However why #Georgia was not admitted is a mistery. Have we forgotten August 8, 2008, when Russian forces began the invasion of Georgia. We in EU deserted them then why now? @GeorgiaToday_GT @ZurabashviliGe
— Senator G Craughwell (@GCraughwell) June 18, 2022