ირლანდიაში შესაძლოა, კარანტინი ექვსი კვირით დაწესდეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირლანდიის მთავრობა საკითხის განხილვას მომავალ კვირაში გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი წმინდა პატრიკის ხსენების დღემდე – 17 მარტამდე იმოქმედებს.
გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ სიკვდილიაონობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ირლანდიაში ჯამში კორონავირუსის 181 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. როგორც „გარდიანი“ წერს, იანვარში ეპიდსიტუაციის გაუარესება დეკემბერში შეზღუდვების შემსუბუქებას მოჰყვა.