ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად 30 დაკავებული პირი დააბრუნა
უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად 30 დაკავებული პირი დააბრუნა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა.
კერძოდ, როგორც ვერეშუკმა აღნიშნა, სახლში დაბრუნდა 22 უკრაინელი სამხედრო და რვა სამოქალაქო პირი.
„პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, დღეს შედგა სამხედრო ტყვეების მორიგი, რიგით მეოთხე გაცვლა. გაცვლილია ხუთი ოფიცერი და რიგითი შემადგენლობის 17 სამხედრო. ასევე, გათავისუფლებულია რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ქალი“, – განაცხადა ვერეშუკმა.
პირველ აპრილს უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალა ფორმატით 86/86-ზე, მანამდე კი, უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებებმა 10-10 ტყვე გაცვალეს.